Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რომანიოლის მოთხოვნილი ხელფასით უკმაყოფილოა…

during the Serie A match between Udinese Calcio and AC Milan at Stadio Friuli on August 25, 2019 in Udine, Italy.

მილანმა ალესიო რომანიოლის კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო და როგორც ჩანს, როსონერის მარტივი მოლაპარაკებები არც ამ შემთხვევაში ელოდება.

როსონერის რომანიოლისთან მიმართებაში ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯიჯო დონარუმას სიტუაციის თავიდან არიდება სურს და იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება, დიავოლოს კაპიტანთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

რომანიოლიმ მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი უკანახაზელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 5 მილიონ ევროს ითხოვს და ფაქტი, რომ მისი აგენტი მინო რაიოლაა, მოლაპარაკებებს ნამდვილად არ ამარტივებს.

წყაროს მტკიცებით, მილანს სეზონში 5 მილიონი ევროს გადახდა არ სურს და იმედი აქვს რომ რომანიოლისთვის 3.5 მილიონიდან 4 მილიონამდე ხელფასის გაზრდა საკმარისი იქნება, თუმცა თუ სეზონის ბოლომდე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მისი 45 მილიონ ევროდ გაყიდვაც არ იქნება გამორიცხული.