Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლის პასუხის მოლოდინშია

კესისთან ერთად, მილანი გუნდის კაპიტნის ალესიო რომანიოლის შენარჩუნებასაც ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს მარტივად საქმე არც იტალიელ უკანახაზელთან მიმართებაშია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანმა რომანიოლის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ წლიურად 3 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მის ახლანდელ ხელფასზე 2-ჯერ უფრო ნაკლებია.

წყაროს ინფორმაციით, მილანმა აღნიშნული წინადადებით მის აგნეტს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, თუმცა ჯერ ფეხბურთელისგან პასუხი არ მიუღია, 3 დღის შემდეგ კი მას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა მილანის თანხმობის გარეშე შეეძლება…