Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლის ჩანაცვლებას ატალანტას უკანახაზელით გეგმავს ?

მილანი გუნდის კაპიტანთან ალესიო რომანიოლისთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, მაგრამ ფინანსური უთანხმოების გამო მისი გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო რეალური ხდება და როსონერი მის პოტენციურ შემცვლელებს უკვე ეძებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალესანდრო ჯაკობონეს ინფორმაციით, მილანს ატალანტას ცენტრალური მცველი ლუის პალემინო შესთავაზეს.

31 წლის არგენტინელი მცველი ბოლო 5 წლის განმავლობაში ბერგამოული გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია, თუმცა რომანიოლის მსგავსად მისი კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ მისმა აგენტებმა ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყეს და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე სწორედ მილანი გახლავთ.

მისი ასაკის გათვალისწინებით, პოლემინო Elliott-ის პროექტში არ ჯდება, თუმცა სიმონ კიაერმა უკვე დაამტკიცა, რომ ზოგჯერ გამოცდილი ფეხბურთელების გაფორმება გუნდისთვის სასარგებლოა. არგენტინელი ბოლო წლებში სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომლის გაფორმებაც როსონერის უფასოდ შეეძლება, რაც მას მიმზიდველ კანდიდატად აქცევს…