Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლის 15-20 მილიონის სანაცვლოდ გაყიდის

მილანი ფიკაიო ტომორის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებს, ეს თემა უკვე დახურულია და გადაწყვეტილი, თუმცა პარალელურად სტეფანო პიოლის გუნდში ალესიო რომანიოლის დარჩენა სურს.

თუმცა, MilanNews-ის ცნობით, რომანიოლის მილანში დარჩენა რთული წარმოსადგენია. ტომორის გუნდში მისვლის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რამაც საბოლოო ჯამში ადგილი იტალიის ნაკრებშიც დააკარგვინა. რომანიოლის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და სპორტულის გარდა, მხარეები ვერც ფინანსურ მხარეზე თანხმდებიან. მინო რაიოლა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას 6 მილიონამდე ითხოვს, რასაც მილანი არც კი განიხილავს და ვიცე-კაპიტანთან ერთად, გუნდს როგორც ჩანს კაპიტანიც დატოვებს.

წყაროს ცნობით, რომანიოლის ტრანსფერით ტოტენჰემი, ბარსელონა და იუვენტუსი ინტერესდებიან და თუ რომანიოლი ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მილანი მას 15-20 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისებს.