Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლი-ლეაოს გაყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა შესაძლოა ალესიო რომანიოლი და რაფაელ ლეაო გაასხვისოს, მიღებული თანხით კი უფრო პრობლემური პოზიციები გააძლიეროს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანის მენეჯმენტი, პიოლის თანხმობით, რომანიოლის მსურველების ძიებას უკვე დიდი ხანია შეუდგა. რომანიოლიმ, რომელსაც მილანთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ფიკაიო ტომორისთან დაკარგა და დონარუმას სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, როსონერის მისი გაყიდვა ახლავე სურს.

რაფაელ ლეაო კი სტაბილურად თამაშის ჩვენებას მაინც ვერ ახერხებს და თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის, როსონერი პორტუგალიელი ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდება და საერთო ჯამში გამომუშავებული 60-70 მილიონის სანაცვლოდ უფრო პრობლემურ პოზიციებს გააძლიერებს.