Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომასთან მატჩის განაცხადს არ გაასაჯაროვებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი რომასთან მატჩის წინ გუნდის განაცხადის გასაჯაროვებას არ აპირებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებული ფეხბურთელები ვინაობა არ გასაჯაროვდეს.

ამ მომენტისთვის მილანის რიგებში კორონა ვირუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც ერთ-ერთი ტატარუშანუა, დანარჩენები კი არ სახელდებიან, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, ვირუსი სამუ კასტილეხოს, ფიკაიო ტომორის, ალესიო რომანიოლის და დავიდე კალაბრიას აქვთ.