Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი – რომას მთავარი არბიტრი დასაჯეს

მილანი – რომას მთავარი არბიტრი – პიერო ჯაკომელი და VAR-ის არბიტრი ლუიჯი ნასკა ნიკოლა რიცოლის გადაწყვეტილებით ფეხბურთს 1 თვით ჩამოშორდებიან, დაბრუნების შემდეგ კი ორივე მათგანი კარიერას გარკვეული პერიოდი სერია ბ-ში განაგრძობენ.

მატჩის დროს მსაჯების მხრიდან არაერთ შეცდომას  ჰქონდა ადგილი, მათ შორის 2 დადებული პენალტი, რომელიც VAR-მაც დაადასტურა, თუმცა არც ერთი მათგანი რეალურად 11-მეტრიანი არ ყოფილა.