Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, რომა, ატალანტა და ნაპოლი ბოგას გაფორმებას შეეცდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლოს ვინგერის ჯერემი ბოგას მსურველთა რიცხვი იტალიაში დღითი დღე იზრდება და ნეროვერდის ფეხბურთელის გაფორმებას რომა, მილანი, ატალანტა და ნაპოლი გეგამვენ.

24 წლის ფეხბურთელს სასუოლოსთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და სასუოლოს აქვს შესაძლებლობა, რომ ის კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს, მაგრამ Tuttomercato-ს ცნობით, ბოგა სასუოლოში დე ძერბის წასვლის შემდეგ ბედნიერი აღარ არის და მას გუნდის დატოვება სურს.

წყაროს ინფორმაციით, ნეროვერდი მზად არის ბოგა სეზონის ბოლოს დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.