Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, რომა და ატალანტა ბელოტის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან…

ანდრეა ბელოტის სახელი რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში ყველაზე აქტუალური სახელი იყო, თუმცა ბოლო დღეებში ტორინოს ფორვარდის შესახებ ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ტურინელები იმედს არ კარგავენ, რომ კაპიტანი ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და ტურინში დარჩება, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ბელოტიმ ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ტოროს კატეგორიული უარი განუცხადა და მას ახალი თავგადასავლის დაწყება სურს.

ტორინოს ბელოტის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს და მისი დამატებით მილანი, ატალანტა და რომა ინტერესდებიან, თუმცა სამივე გუნდს ესმის, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ტორინოს ფორვარდის ფასის შემცირება მოუწევს და მათი პასიურობის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.