Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი, რომა და ნაპოლი იოვიჩისთვის იბრძოლებენ

ლუკა იოვიჩის მეგობარმა გოგონამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალის რიგებში დაბრუნდება, რაც მილანს, ნაპოლის და რომას, რომლებიც მის გაფორმებას იავნარში ცდილობდნენ, კიდევ ერთ შანსს მისცემს.

23 წლის ფეხბურთელი ფრანკფურტს რეალიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა გერმანელებს მისი გამოსყიდვის საშუალება არ აქვთ და სერბი ფორვარდი ბლანკოსს დაუბრუნდება.

თუმცა, ესპანური მედიის ინფორმაციით, იოვიჩი მადრიდის რეალის გეგმებში აღარ შედის და სამეფო კლუბი ზაფხულში მის გაყიდვას შეეცდება, მილანი, ნაპოლი და რომა კი მის მსურველებად მოიაზრებიან.