Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი, რომა და ტოტენჰემი რუდიგერის ტრანსფერისთვის იბრძვიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანმა და რომამ ჩელსის უკანახაზელის, ანტონიო რუდიგერის ტრანსფერზე თავიანთი ინტერესი დააფიქსირეს.

ცენტრალური მცველი ფრენკ ლემპარდის გეგმებში არ შედის და ჩელსი მის გაყიდვას ცდილობს, ჯერჯერობით ფავორიტად ტოტენჰემი მიიჩნევა, თუმცა იტალიური გრანდები დანებებას არ აპირებენ.

ანტონიო რუდიგერი იტალიაში უკვე თამაშობდა. 2015-17 წლების განმავლობაში ის რომას ღირსებას იცავდა და ჩელსიმ მის სანაცვლოდ ჯალოროსის 35 მილიონი ევრო გადაუხადა.