მილანი – რომა პრევიუ,შემადგენლობები და პირდაპირი

ლინკი 1 ლინკი 2

დღეს სერია ა-ში ყველაზე დატვირთული დღა.იტალიის უმაღლესი ლიგის ეგიდით 6 შეხვედრა გაიმართება,თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული მილანი – რომას დაპირისპირებაა.

რომა მე-4 ადგილზე მყოფ ატალანტას 4 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედს არ კარგავს,მილანი კი თავის მხრივ ევროპა ლიგაზე გასვლისთვის იბრძვის.როსონერი სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს და მეექვსე ადგილზე მყოფი ნაპოლისგან 3 ქულა აშორებს.

მილანმა სეზონის სტარტი ჩააგდო,რამაც მარკო ჯამპაოლო შეიწირა და გუნდში მთავარ მწვრთნელად სტეფანი პიოლი მივიდა,თუმცა თავიდან სტაბილური თამაში მასაც გაუჭირდა.ფეხბურთის დაბრუნების შემდეგ კი მილანმა ლეჩე 4 – 1 გაანადგურა და ევროპის საგზურის მოპოვების იმედი შეინარჩუნა.

რომამ კი პაულო ფონესკას ხელმძღვანელობით თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და დედაქალაქელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებენ.

საინტერესო ფაქტები:

  •   ბოლო 5 შეხვედრაში 2 რომას გამარჯვებით დასრულდა,2 მილანის,ხოლო 1 თამაში ფრედ დამთავრდა.
  • რომამ ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა.
  •  რებიჩმა ბოლო 8 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით პირველი ხორვატი გახდა,რომელმაც ერთ სეზონში 6 გოლზე მეტი გაიტანა.

შემადგენლობები:

მილანი

დანაკლისი – დურატე, იბრაჰიმოვიჩი, კიაერი, მუსაკო.

რომა

დანაკლისი – ლოპესი, ზანიოლო.

Leave a Reply

Your email address will not be published.