Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რუდიგერს იუვენტუსს დაუთმობს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჩელსის ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის ტრანსფერში იუვენტუსმა მილანი დაამარცხა და ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს არის.

როსონერი რუდიგერის ტრანსფერზე გასულ ზაფხულსაც მუშაობდა და ვარაუდობდნენ, რომ დიავოლო ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც მიუბრუნდებოდა, თუმცა თუ ესპანურ TF-ს დავუჯერებთ, იუვენტუსი ჩელსისთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა და ფეხბურთელს უახლოეს კვირეებში გაიფორმებს.

წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანს, შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით. კონტრაქტის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.