მილანი სათადარიგო კიპერის ძებნას განაგრძობს
როსონერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სათადარიგო მეკარის პოვნა იქნება, რადგან გუნდი ჯიჯო დონარუმას ძმას, ანტონიო დონარუმას სათანადო კადრად არ მიიჩნევს.
MilanNews-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მილანის სათაო ოფისს ჯუზეპე რისო ეწვია, რომელიც ატალანტას კარის დარაჯის, მარკო სპორტიელოს აგნეტი გახლავთ. 28 წლის მეკარე ბერგამოელებშიც მეორე არჩევანია და მილანში გადაბარგებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.