Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი სათადარიგო მეკარის ძიებაში

როსონერი აქტიურ სატრანსფერო ფანჯარას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პეპე რეინას შემცვლელის პოვნაა.

ახლა მილანის რიგებში მხოლოდ ორი კიპერი ირიცხება – ძმები დონარუმები და პიოლის მოთხოვნით მალდინი-მასარას დუეტი ახალ კარის დარაჯს ეძებს.

მათ სიაში სამი გამოკვეთილი კანდიდატია, პირველი სასუოლოს ანდრეა კონსილი, მეორე ატალანტას მარკო სპორტიელო, მესამე კი ბორმუთის ასმირ ბეგოვიჩი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი დიავოლოში იჯარის წესით გაატარა.

სასუოლოს კიპერის თაობაზე მილანი ჯერჯერობით პასიურობს, ატალანტა კი სპორტიელოს გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პირველ რიგში ისინი ძირითადი კიპერის, პიერლუიჯი გოლინის დაბრუნებას ელოდებიან, რომელსაც ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს მოედანზე გასვლას.

ბეგოვიჩს რაც შეეხება, არც ბორმუთი და არც კიპერი მისი მილანში გადასვლის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილ ხელფასშია, რაც მილანის შეთავაზებას საგრძნობლად აღემატება…

Leave a Reply

Your email address will not be published.