Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სამპდორიას ტალანტის დამატებას გეგმავს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი ზაფხულში სამპდორიას ახალგაზრდა ტალანტის მიკელ დამსგორის დამატებას შეეცდება.

ჰაკან ჩალჰანოღლუს გუნდიდან წასვლის შემდეგ, როსონერი დიასთან ერთად კიდევ ერთი პლეიმეიკერის დამატებას ცდილობდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

ბრაჰიმ დიასმა სეზონი დიდებულად დაიწყო და 8 მატჩში 4 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, მაგრამ მილანის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ ასეთი დატვირთლი გრაფიკის ფონზე ერთ პოზიციაზე მინიმუმ 2 მაღალი დონის ფეხბურთელია საჭირო და Repubblica-ს ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტს გუნდში მიკელ დამსგორის ხილვა სურთ.

21 წლის დანიელს როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე შეუძლია თამაში და მისი უნივერსალურობა სტეფანო პიოლის აუცილებლად გამოადგება. დამსგორი როსონერის კრიტერიუმებში იდეალურად ჯდება, რადგან ის აახალგაზრდაა, რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირს და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.