Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი საოცნებო ტრანსფერზე მუშაობს

მილანის პრობლემები დაცვის ხაზში ბოლო მატჩებში ნათლად გამოჩნდა. მატეო გაბიას და სიმონ კიაერის გარდა დიავოლოს ტრავმების გამო სხვა ოფცია არ აქვს და ამ ზონაში გაძლიერება აუცილებლად სჭირდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი სეტ-ეტიენის უკანახაზელს, უესლი ფოფანას არ ივიწყებს, რომელსაც მილანს უკვე რამდენიმე თვეა უკავშირებენ და ლუკას პაკეტას გაყიდვის შემთხვევაში, რომელიც ლიონთან ძალიან ახლოს არის, მილანი სწორედ ფოფანას შეძენას შეეცდება. ფრანგული გუნდი ფოფანას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

კიდევ ერთი სახელი, რომელიც ბოლო დღეებში ისმის, მატია ნასტასიჩია, თუმცა ხშირი ტრავმების გამო მილანი მის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს.