Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სარის კანდიდატურას განიხილავს ?

იტალიურ მედიაში სტეფანო პიოლის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ზოგი წყარო ამტკიცებს, რომ საფინალო შედეგის მიუხედავად, სტეფანო პიოლი როსონერის თავკაცად მომავალ სეზონშიც დარჩება, თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, მილანი პიოლის გაუშვებს და მისი რამდენიმე შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იუვენტუსის, ჩელსის და ნაპოლის ყოფილი თავკაცი მაურიციო სარია.

იტალიელ სპეციალისტს რომას უკავშირებდნენ, თუმცა ჯალოროსი ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა და მაურიციო სარი, რომელსაც რამდენიმე ინგლისურ გუნდსაც უკავშირებენ, ახალი პროექტის ძიებაშია…