მილანი სასუოლოს შემტევს აკვირდება,რანგნიკმა მის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

როსონერი ახალგაზრდა იტალიელ შემტევს,ჯანლუკა სკამაკას აკვირდება და მას შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს.

მიმდინარე სეზონში მილანის შეტევამ 26 თამაშში 28 გოლი გაიტანა,ამას ისიც ემატება,რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს გადაწყვეტილია,აქედან გამომდინარე გუნდი შემტევის დამატებას გეგმავს.

იტალიელი ჟურნალისტის – ალფრედო პედულას თქმით,როსონერიმ ფეხბურთელის გაფორმება ჯერ კიდევ იანვარში სცადა,თუმცა უშედეგოდ.

21 წლის ფეხბურთელი,რომელიც სასუოლოს საკუთრებაშია,იჯარის წესით სერია ბ-ს გუნდში,ასკოლიში თამაშობს.მან მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.წყაროს მტკიცებით,რალფ რანგნიკმა ფეხბურთელის ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

სკამაკას საუკეთესო მომენტები:

Leave a Reply

Your email address will not be published.