Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სებალოსის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება

Radio Rossonera-ს ჟურნალისტის ანდრეა პროპატოს ინფორმაციით, მილანი მადრიდის რეალის ნახევარმცველის დანი სებალოსის გაფორმებას მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ შეეცდება.

როსონერი 24 წლის ფეხბურთელის გაფორმებას 2019 წლის ზაფხულში აქტიურად ცდილობდა, მაგრამ ესპანელი ნახევარმცველი არსენალში იჯარის წესით გადაბარგდა, შემგომში მეთოფეებმა მისი იჯარა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, თუმცა ინგლისელებს მისი გამოსყიდვა არ სურთ და ის რეალში ბრუნდება.

წყაროს ინფორმაციით, სებალოსი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, ამიტომ ბლანკოსი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა, მაგრამ მილანს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.