Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სეზონის სტარტს იბრას გარეშე შეხვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდისგან განცალკევებით მუშაობას განაგრძობს და სავარაუდოდ ის სეზონის სტარტისთვის მოედანზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

გეგმის მიხედვით, ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს მილანთან ერთად ვარჯიში გუშინ უნდა დაეწყო, მაგრამ როგორც ჩანს აღდგენითი პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

იბრამ მარცხენა მუხლის დაზიანება 9 მაისს, იუვენტუსთან მატჩისას მიიღო, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ვარაუდობდნენ, რომ ის სეზონის სტარტისთვის მზად იქნებოდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იბრას საწყისი ტურების გამოტოვება მოუწევს.