Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სელტიკის ფორვარდის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ინტერესი სელტიკის ცენტრალური თავდამსხმელის ოდსონ ედუარდის მიმართ სერიოზულია და ის ბელოტი-ვლაჰოვიჩის რეალურ ალტერნატივად მოიაზრება.

უახლოეს პერიოდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, მაგრამ როსონერი ზაფხულში ახალგაზრდა შემტევის დამატებას მაინც გეგმავს და ბელოტი-ვლაჰოვიჩისგან განსხვავებით, მილანს სელტიკის ფორვარდის დამატება გაცილებით იაფად შეეძლება.

ედუარდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, დაახლოებით 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა ამ თანხის შემცირება როსონერის ტრანსფერში დიეგო ლაქსალტის ჩართვით შეუძლია, რომელიც მილანის საკუთრებაშია და იჯარის წესით სელტიკში ასპარეზობს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლაქსალტი სელტიკის მნიშვნელოვანი წევრი გახდა და შოტლანდიელები მის გამოსყიდვას სერიოზულად განიხილავენ.