Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი სეტ-ეტიენის მცველში 18 მილიონს იხდის

სიმონ კიაერის გაფორმების მიუხედავად, როსონერი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ძიებაშია და უესლი ფოფანას სახელი მილანს გასული კვირეების განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირეს

დიავოლოს პრიორიტეტული არჩევანი ცენტრალურ ზონაში ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩი იყო, თუმცა იები ახალგაზრდა ფეხბურთელის გასს არ აკლებენ და მილანს ალტერნატიულ ვარიანტებზე გადართვა უწევს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანმა 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგულ გუნდს 18 მილიონი შესთავაზა, თუმცა სეტ-ეტიენი 25 მილიონ ევროზე ნაკლებად მის გაყიდვას არ აპირებს. როსონერის მთავარი კონკურენტი ლესტერია.

Leave a Reply

Your email address will not be published.