Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი სიმაკანის ტრანსფერზე შეთავაზებას გაზრდის

MilanNews-ის ჟურნალისტის, ანტო ვიტელოს მტკიცებით, როსონერი უახლოეს დღეებში სტრასბურგს მოჰამედ სიმაკანის სანაცვლოდ ახალი წინადადებით მიმართავს და დიდი ალბათობით ტრანსფერს გააოფიციალურებს კიდეც.

20 წლის სიმაკანი მილანის ცენტრალური დაცვის გასაძლიერებლად მალდინის მთავარი სამიზნეა. ფრანგულმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ მილანის 15-მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრა და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს მტკიცებით, მილანმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა.