მილანი სტრასბურგს ბოლო ოფერს უმზადებს
რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, როსონერი სტრასბურგს მოჰამედ სიმაკანის სანაცვლოდ ბოლო კიდევ ერთ და სავარაუდოდ ბოლო წინადადებას უმზადებს.
Corriere dello Sport-ის და Tuttosport-ის ინფორმაციით, როსონერი ფრანგულ გუნდს ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებს, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.
სტრასბურგს თავდაპირველად ფეხბურთელის სანაცვლოდ პირდაპირი ინვესტიციის სახით 20 მილიონის მირება სურდა, თუმცა შემდეგ მოთხოვნები შეარბილა და მილანს 18 მილიონი ევრო, ბონუსების სახით კი 2 მილიონი მოსთხოვა.
მხარეებს შორის გარკვეული სხვაობა არსებობს, თუმცა სავარაუდოდ სიმაკანის ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.