Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაკა:“ მილანი სწორ გზაზე დგას“

მილანის ლეგენდის აზრით, დიავოლო სწორ გზაზე დგას და გუნდი ევროპულ მწვერვალს ძალიან მალე დაუბრუნდება.

„მათ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი მიქსი აქვთ. როდესაც მე მილანში მივედი, მეც ახალგაზრდა ვიყავი და მათმა სტრუქტურამ განვითარების საშუალება მომცა.

„Elliott-მა სწორი გზა იპოვა, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა განვითარება გააგრძელოს.

„იმ ხალხის გარეშე, რომლებსაც მილანში შევხვდი, მე ახლა ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეები გუნდში არ კმარა, გამოცდილებაც აუცილებელია.

„შეხედეთ არსენალს, მათ ძალიან კარგი, თუმცა ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავთ და ტიტულის მოგებას ვერ ახერხებენ. ჩემთვის ახალგაზრდების და გამოცდილთა მიქსი საუკეთესოა.

„იბრაჰიმოვიჩი მილანის თითოეული ფეხბურთელის დონეს წევს. მისი მოტივაცია სა ხარისხი უბრალოდ უმაღლეს დონეზეა და ეს ახალგაზრდებს განვითარებაში ძალიან ეხმარება.

„როსონერის წინ გრძელი და დამრლელი ჩემპიონატი ელოდება და იბრა სწორედ ის არის, ვინც თითოეულ მატჩში სხვაობას შექმნის.“

იტალია ასაკოვანი ფეხბურთელების ყოლით ცნობილია და კაკას აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

„იტალიაში ჩემპიონობის ისტორიას დიდ ყურადღებას აქცევენ. ისინი გამოცდილ მოთამაშეებს სკამზე არ ტოვებენ, რადგან მწვრთნელები მათ ენდობიან.

„ეს ვეტერან ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, რომ მათი კარიერა დიდი ხნით გაგრძელდეს და ჩემი აზრით ეს სწორი მიდგომაა. გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს საჭირო ცოდნას უზიარებენ და ზედმეტი წნეხისგან ათავისუფლებენ.

„იტალიას შესანიშნავი ახალგაზრდებიც ჰყავს, მხოლოდ ბასტონი და ტონალი რად ღირს, რომლებიც დერბის ითამაშებენ, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ბალანსი საჭიროა, გუნდს გამოცდილი ფეხბურთელები აუცილებლას სჭირდება.“

პირლო, გატუზო და შევჩენკო იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ერთ დროს კაკას თანაგუნდელები იყვნენ, ახლა კი მწვრთნელები არიან.

„ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მათ დიდი გუნდების სათავეში ვხედავ. პირლომ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იცის და მისი გუნდის ყურება სახალისო იქნება.“