Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტაუვინის ტრანსფერს კვლავ ლიდერობს

მარსელის გარემარბი ფლორიან ტაუვინი კვლავ მილანის რადარზეა და სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, როსონერი მის ტრანსფერში კვლავ ფავორიტია.

Le10Sport-ის მტკიცებით, მილანმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ის როსონერის სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

წყაროს ცნობით, მილანი ტაუვინს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, სეზონში კი მისი ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.