Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტეოსთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს

იტალიური წყაროების ცნობით, მილანსა და ტეო ერნანდესს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება და სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლომდე ფრანგი უკანახაზელი იტალიურ გრანდთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

MilanNews-ის ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ტეო კონტრაქტს 2024 წლიდან 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 4.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გუნდური და ინდივიდუალური მიღწევების გათვალისწინებით გარკვეული ბონუსები დაემატება.

ტეო მილანში გადასვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენდა, რომლებიც მას გაცილებით ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ ტეომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის როსონერის რიგებში ბედნიერია და წასვლას არც კი განიხილავს.