Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტეოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

STADIO GIUSEPPE MEAZZA, MILAN, ITALY - 2021/05/16: Theo Hernandez of AC Milan looks on during the Serie A football match between AC Milan and Cagliari Calcio. The match ended 0-0 tie. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)

მილანში გადასვლის შემდეგ, ტეო ერნანდესი როსონერის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი გახლდათ და მისი დიდი დახმარებით, მილანი მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება.

ფრანგი ფეხბურთელის შესანიშნავი ფორმა ევროპულ გრანდებს არ გამორჩენიათ და მისი სახელი გასული კვირეების განმავლობაში პსჟ-ს არაერთხელ დაუკავშირეს, მათი ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე კი შეუძლებელი არაფერი არ არის.

SportMediaset-ის ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესამცირებლად მილანმა ტეო ერნანდესის ახალ კონტრაქტზე მუშაობა უკვე დაიწყო. ერნანდესის მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და როსონერის სურს, რომ კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივოს, მისი ხელფასი კი 1.5 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზარდოს.