Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტომიასუს ტრანსფერზე გააქტიურდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, უესლი ფოფანას დაკარგვის შემდეგ, რომელიც ლესტერში გადავიდა, მილანმა მთელი ყურადღება ბოლონიას უკანახაზელზე, ტაკეჰირო ტომიასუზე გადაიტანა და მის სანაცვლოდ პირველი წინადადებაც გააკეთა.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, როსონერის ხელმძღვანელობამ ბოლონიას იაპონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელსაც სხვადასხვა ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება, თუმცა ბოლონიას გარანტირებული 25 მილიონი ევროს მიღება სურს.

ლუკას პაკეტა ლიონში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის და მილანი ბოლონიას ახალი წინადადებით პაკეტას ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ მიმართავს.