Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტომორის ღირებულებას რამდენიმე ნაწილად გადაიხდის

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა ჩელსისთან ფიკაიო ტომორის თაობაზე თავისთვის ხელსაყრელი გადახდის პირობები შეათანხმა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდებმა ტომორის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. მილანს 28 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა როსონერიმ ჩელსი დაითანხმა, რომ აღნიშნული თანხა რამდენიმე სეზონზე გადანაწილდეს, რაც გუნდს ამ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფრო მეტი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემს.

გათიშვა