Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტომორის შემცვლელად ფეინოორდის უკანახაზელს განიხილავს

ფიკაიო ტომორის იტალიური კარიერა ჯერჯერობით კარგად დაიწყო, თუმცა MilanLive-ს ინფორმაციით, მალდინი ფეხბურთელის ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს და ტომორის მომავალზე გუნდი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

23 წლის უკანახაზელი მილანს სულ რამდენიმე კვირის წინ იჯარის წესით შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვა 28 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ტომორის მილანის ხელმძღვანელობის დარწმუნება მოუწევს, რომ მასში ამ თანხის გადახდა ღირს.

წყაროს მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ მალდინი ტომორის გამოსყიდვას არ მოისურვებს, მილანი ფეინოორდის 23 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველის მარკოს სენესის გაფორმებას შეეცდება, რომელიც 25 მილიონად არის შეფასებული.