Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტონალის გამოისყიდის

სანდრო ტონალის კარიერა მილანში არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და იტალიურ მედიაში იმასაც აცხადებდნენ, რომ შესაძლოა როსონერის ფეხბურთელი არ გამოესყიდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერი 20 წლის ფეხბურთელის ტალანტში დარწმუნებულია და მის გამოსყიდვას გეგმავს.

ტონალი მილანს სეზონის სტარტზე ბრეშადან, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვა კიდევ დამატებით 25 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია. ტონალიმ მიმდინარე სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ვერც გოლით და ვერც საგოლე გადაცემით თავი ვერ გამოიჩინა.

გათიშვა