Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტონალის ოთხშაბათს გამოისყიდის

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანი სანდრო ტონალის კონტრაქტში არსებულ პუნქტს იჯარის ბოლო დღეს, 16 ივნისს გაააქტიურებს და ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელს გამოისყიდის.

ტონალი მილანს სეზონის სტარტზე 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც როსონერიმ 10 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტის მიხედვით მილანს მისი გამოსყიდვა 15 მილიონად შეეძლო, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 10 მილიონი დაემატებოდა.

თუმცა, მალდინიმ ბრეშასთან შეთანხმებას მიაღწია და მილანი ტონალის 15 მილიონის ნაცვლად 10 მილიონად გამოისყიდის, ბონუსების სახით კი არა 10, არამედ 5 მილიონს გადაიხდის, მაგრამ როსონერის ბრეშაში ახალგაზრდა ტალანტის ჯაკომო ოლცერის გაშვება მოუწევს, რომლის გამოსყიდვის უფლებაც მილანს კონტრაქტის მიხედვით ექნება.