Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტონალის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, მილანს სანდრო ტონალის ტრანსფერზე ფარ-ხმალი არ დაუყრია და ბრეშასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ინტერს ფეხბურთელთანაც და ბრეშასთანაც ყველაფერი შეთანხმებული აქვს, თუმცა არის ერთი პრობლემა – გუნდი ფეხბურთელების გაყიდვას და საჭირო ფინანსების მოძიებას, რომელსაც ტონალის ტრანსფერში დააბანდებს, ვერ ახერხებს.

ამ ფაქტით სარგებლობას როსონერი ცდილობს და სურს, რომ ბრეშას პრეზიდენტს უკეთესი შეთავაზება გაუკეთოს. დი მარციოს მტკიცებით, ინტერი ტონალის ტრანსფერს კვლავ ლიდერობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია…

Leave a Reply

Your email address will not be published.