Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტორეირას ტრანსფერით ინტერესდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანის წარმომადგენლები არსენალს დაუკავშირდნენ და ლუკას ტორეირას შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.

სამპდორიას ყოფილი ნახევარმცველის ტრანსფერზე ტორინო და ფიორენტინა იბრძვიან, თუმცა წყაროს მტკიცებით მათ მილანის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

არსენალმა ტორეირას სანაცვლოდ 2018 წელს სამპდორიას 28.5 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ფეხბურთელმა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და არსენალი მზად არის, ფეხბურთელი გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდოს, თავად ფეხბურთელს კი იტალიაში დაბრუნება უნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.