Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტორინოს მცველის სანაცვლოდ კრუნიჩს დათმობს ?

PianetaMilan-ის ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა მილანმა და ტორინომ ფეხბურთელები გაცვალონ.

ტორინოს მთავარ მწვრთნელს, მარჯო ჯამპაოლოს კრუნიჩის ტურინში ხილვა ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე სურდა, თუმცა მაშინ გუნდებმა ფეხბურთელის ფასზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ახლა კი, როდესაც მილანი ცენტრალური მცველის ძიებაშია, ტრანსფერი საკმაოდ რეალური ხდება.

ტორინო მზად არის, კრუნიჩის სანაცვლოდ მილანს 28 წლის ცენტრალური მცველი, არმანდო იცო შესთავაზოს, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.