Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტორინოს ფეხბურთელების გაცვლას შესთაავზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ტორინოს მარჯვენა მცველის უილფრედ სინგოს ტრანსფერით ინტერესდება და ტურინელებს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს.

24 წლის სინგოს ტორინოსთან მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, ამტიომ მომდევნო გრანატას ადრე თუ გვიან მისი გაყიდვა მოუწევს, მსურველების ნაკლებობას კი კოტ-დიუვარელი ნამდვილად არ განიცდის.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, მილანი სინგოს გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება, რაც მათ ზაფხულში გაზრდილ კონკურენციას თავიდან აარიდებს. წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდი მზად არის, გრანატას მის სანაცვლოდ ტომაზო პობეგა შესთავაზოს, რომლის დაბრუნებაზე ტურინელები აქტიურად მუშაობენ…