Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტოტენჰემთან ტანგანგას თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს…

იტალიური მედიის ცნობით, მილანსა და ტოტენჰემს შორის ჯაფეტ ტანგანგას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

MilanNews-ის ცნობით, მილანს ფეხბურთელის ტომორის მსგავსი სტილით გაფორმება სურს, მისი იჯარით აყვანა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ლონდონელები კი ტანგანგას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუ გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იქნება.

წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტოტენჰემის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი იტალიაში ჩაფრინდება და მილანის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.