მილანი ტოტენჰემის მცველით დაინტერესდა
მილანი სიმონ კიაერის შემცვლელების ძიებას განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, მათ სიაში ამჯერად ტოტენჰემის უკანახაზელი ჯაფეტ ტანგანგა მოხვდა.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, როსონერი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, მილანს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ლონდონელები 22 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვენ, რის გადახდასაც სავარაუდოდ იტალიური გრანდი არ მოისურვებს.