მილანი ტოტენჰემს ტანგანგას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა…
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ტოტენჰემს იაფეტ ტანგანგას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა და მომდევნო კვირაში გუნდებს შორის შეხვედრა გაიმართება.
სვენ ბოტმანის დაკარგვის შემდეგ, როსონერის ხელმძღვანელობა უფრო იაფი ვარიანტის ძიებაშია და SportItalia-ს ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, ტოტენჰემის უკანახაზელი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე გახალვთ.
წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ მილანს მისი იჯარით აყვანის იმედი აქვს, შემდგომში ფეხბურთელის გამოსყიდვის პერსპექტივით.