Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტრანსფერებზე დახარჯული ფულით ევროპაში მესამე ადგილზეა

Sky Sport Italia-მ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დახარჯული ფულის მიხედვით გუნდების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი იტალიური გუნდი მოხვდა.

სიას საგრძნობი უპირატესობით გერმანული ლაიფციგი ლიდერობს, რომელმაც უკვე ტრანსფერებზე 91.62 მილიონი ევროს დახარჯვა მოახერხა.

მეორე ადგილზე ფრანგული პსჟ გახლავთ, რომელმაც რამდენიმე თავისუფალი აგენტის გარდა ტრანსფერებზე 76 მილიონი ევრო დახარჯა.

მესამე ადგილს კი სიაში მილანი იკავებს, რომელმაც სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად დაიწყო და არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. მათ ამ მომენტისთვის 58.1 მილიონი აქვთ დახარჯული, თუმცა თუ იტალიურ წყაროებს დავუჯერებთ, როსონერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კიდევ 3 ფეხბურთელს დაიმატებს.

სიაში შემდეგი ლესტერი (50), მარსელი (44.72), ბაიერნი (42.5), შახტარი (40), ლივერპული (40), ნორვიჩი (39,65) და ასტონ ვილა (38.4) გახლავთ.