Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტულუზას ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს

მილანი ტულუზას ახალგაზრდა ფორვარდის ამინე ადლის ტრანსფერზე მუშაობს.

მილანი ზაფხულში შეტევის გაძლიერებას ეცდება და Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის სატრანსფერო რადარზე 21 წლის ფეხბურთელი მოექცა.

ტულუზამ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურება ვერ მოახერხა და წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში გუნდიდან წასვლას გეგმავს.

ადლის, რომელსაც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციასთან ერთად მარჯვენა ვინგერადაც შეუძლია თამაში, მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 33 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, მისი ტრანსფერი მილანს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.