Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ტულუზას შემტევს უმიზნებს

მილანი იანვრის სატრანსფერო სამიზნეების ძებნას განაგრძობს და მალდინის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იბრას შემცვლელის გაფორმება იქნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდს ახალგაზრდა ფორვარდის გაფორმება სურს, რომელიც იბრასთან ერთად იჯავრიშებს და მისგან ბევრი რამის სწავლას მოახერხებს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ტულუზას შემტევი, 18 წლის იანის ანტისტე გახლავთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები გააჩნია, აქვს კარგი ტექნიკა და შეუძლია საჯარიმოში თამაში, ისეთ ფეხბურთელთან ერთად ვარჯიში კი, როგორიც იბრაჰიმოვიჩია, მის პროგრესს ძალიან დააჩქარებს.

ანტისტემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

კიდევ ერთი ვარიანტი სასუოლოს ჯანლუკა სკამაკაა, თუმცა ნეროვერდი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს…