Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფაივრეს იანვარში მიუბრუნდება

მილანი ბოლო დღეებში ბრესტის ნახევარმცველის რომან ფაივრეს გაფორმებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ გუნდებმა სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

როსონერის ფეხბურთელისგან ტრანსფერზე მწვანე შუქი მიღებული ჰქონდა და მეტიც, ის ბრესტის რიგებში თამაშზე უარს ამბობდა და მილანში გაშვებას ითხოვდა, მაგრამ ფრანგებმა მილანის შეთავაზებულ 10 მილიონზე უარი თქვეს და 15 მილიონს ითხოვდნენ, რისი გადახდაც მალდინიმ არ ისურვა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი ფაივრეს გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და მზად არის ბრესტთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოლაპარაკებები განაახლოს.