Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფეინოორდის მცველის ტრანსფერზე გააქტიურდა

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მილანმა ფეინოორდს 24 წლის ფეხბურთელის მარკო სენესის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა და მისი ინფორმაცია გამოითხოვა.

როსონერი არგენტინელი მცველის გაფორმებას გაზულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ მხარეებს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და მილანი ბედს კიდევ ერთხელ სცდის.

მარკოს სენესის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, მისი გაფორმება როსონერის დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.