Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ფიორენტინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს,თუმცა…

როსონერი ფიორენტინას ცენტრალური მცველის, ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა იები მათ ყველა წინადადებას ბლოკავენ და ფეხბურთელს წასვლის ნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავენ, თუ დიავოლო 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა ფიორენტინას კიდევ ერთი წინადადებით მიმართა. როსონერი მზად იყო, რომ 22 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და ლუკას პაკეტა დაეთმო, თუმცა ფიორენტინამ ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა.

მილანი დანებებას არ აპირებს, თუმცა თუ ფიორენტინა მოთხოვნილ თანხას არ შეამცირებს, სერბი ფეხბურთელის მილანში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

Leave a Reply

Your email address will not be published.