Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ფიორენტინას ახალ წინადადებას უმზადებს

გუშინ ჩვენს საიტზე წაიკითხავდით, რომ ფიორენტინამ კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილ 70 მილიონ ევროს 20 მილიონი დააკლო და მზად არის, ფეხბურთელი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

Mediaset-ის ინფორმაციით, კიეზას ტრანსფერზე ყველაზე ძალიან 2 გუნდი, მილანი და იუვენტუსი აქტიურობს და მათი ინფორმაციით როსონერი ფიორენტინას ახალ წინადადებას უმზადებს.

წყაროს მტკიცებით, დიავოლო იებს ლუკას პაკეტას და 20 მილიონ ევროს შესთავაზებს, რომელსაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება და ეს თანხა დაახლოებით 25 მილიონამდე გაიზრდება.

იქიდან გამომდინარე, რომ კიეზამ ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და იუვეს და მილანს შორის წინ დაძაბული ბრძოლა ელოდებათ…

Leave a Reply

Your email address will not be published.