Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ფიორენტინას 3 ფეხბურთელს უმიზნებს

მილანი და ფიორენტინა იების სამი ფეხბურთელის ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

MilanNews-ის ინფორმაციით,პიოლიმ ნიკოლა მილენკოვიჩ მოითხივა,რომელიც მისი აზრით სიმონ კიაერის საუკეთესო შემცვლელი იქნება და საბოლოოდ სასტარტო შემადგენლობაში მიიღებს ადგილს.

მილანს შეტევის გაძლიერებაც აქვს გადაწყვეტილი და დუსან ვლაჰოვიჩის და ფედერიკო კიეზას მიყვანა სურს.ფიორენტინას ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ 60-65 მილიონი ევრო სურს, თუმცა ახალგაზრდა ვინგერის კონტრაქტი 2022 წელს იწურება და ადრე თუ გვიან,იებს ფასის დაკლება მოუწევთ.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია,რომ ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერში მილანი ლუკას პაკეტას ჩართავს,თუმცა ფიორენტინა ტრანსფერში მხოლოდ ბრაზილიელის ჩართვაზეა თანახმა, დარჩენილი სხვაობის მიღება კი ფულად სურს.

მოგეხსენებათ სტეფანო პიოლი წარსულში ფიორენტინას მწვრთნელი იყო და მილანს მისი ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის იმედი აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.