Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფირპოს ტრანსფერში დაწინაურდა

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონას 24 წლის მარცხენა მცველმა ხუნიორ ფირპომ ბლაუგრანას ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მას კატალონიურ გრანდში დარჩენა აღარ უნდა და გუნგიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

გამოცემის ინფორმაციით, ფირპოს გაფორმების სურვილი ვესტ ჰემმა, საუთჰემპტონმა და ლიდსმაც გამოთქვეს, მაგრამ ფეხბურთელმა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა და კარიერის გაგრძელება მილანის რიგებში სურს.

წყაროს ცნობით, მილანი ფეხბურთელის სურვილის გამოყენებას სათავისოდ აპირებს და იმედი აქვს, რომ მისი იჯარის წესით გაფორმებას მოახერხებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბარსელონას კი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს…